logo
ENG



რუსეთმა ხერსონის ოლქის "ახალი დროებითი დედაქალაქი" დაასახელა

12 ნოე 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/u8n215rd1t2tosf.jpg

მას შემდეგ, რაც უკრინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ, ხოლო კრემლმა საკუთარი ჯარები ქალაქიდან გაიყვანა, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქის "ახალი დედაქალაქი" დაასახელა. საოკუპაციო ე.წ. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პრესსპიკერის თქმით, დროებითი დედაქალაქი ჰენიჩესკი იქნება.

"დღეს ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული დედაქალაქია ჰენიჩესკი. იქ იქნება განლაგებული ყველა მთავარი ხელისუფლება", - თქვა მან.

გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სახმედროებმა ხერსონში შესვლა დაიწყეს - ამაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვამაც და აღნიშნა, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს.

ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული დღე უწოდა - მისი თქმით, უკრაინის იმედი ყოველთვის გამართლებულია და უკრაინა ყოველთვის უბრუნებს თავისას.

ხერსონში უკრაინის წარმატებას გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები მომდევნო დღეებში დამატებით დასახლებებს გაათავისუფლებენ და დაასრულებენ გათავისუფლებას იმ ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მათი კონტროლის ქვეშ.


close დახურვა